მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო

20:16 11-14-2017
13

სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით  დასუფთავების აქცია მოეწყო.

ღონისძიებაში, რომელიც სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა, ქ. სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა  ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალური პარკის ტერიტორია დაასუფთავეს  და პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა ნარჩენებისაგან  გაწმინდეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში  ჩატარდა და მისი მიზანია გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა და მოზარდებში დანაშაულის პრევენცია.