მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

თბილისის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობენ

19:31 11-14-2017
47

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ანონიმური ზარი შევიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ შენობაში ბომბია. 112-მა იმოქმედა კანონის შესაბამისად და შსს-ს მიაწოდა ინფორმაცია ანონიმური ზარის შესახებ. შსს-მ  გაგზავნა გამნაღმველები ფაქტის გადასამოწმებლად და ხალხის ევაკუაციაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. 

,,პრაიმტაიმი" ცდილობს მოიპოვოს ოფიციალური კომენტარი შსს-დან. გადამღები ჯგუფი კი აეროპორტისკენ მიემართება და შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვას ადგილიდან. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი