მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

რა საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი", - კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

18:25 11-14-2017
20

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში დღეს იმსჯელეს. კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა მიეცეთ ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საშუალება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით  ისეთ მაუწყებელს მივიღებთ, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს და იმ საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არსებული მაუწყებლები იზიარებენ, გიორგი ხატიძის განმარტებით, ინიციატორებმამაუწყებლობის შესახებსაკანონმდებლო პაკეტიდან ორი საკითხი გაიწვიესპირველი ცვლილებები ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო გარკვეული გამონაკლისები, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ეძლეოდა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა გარკვეული პროგრამები, ინოვაცია და ტელეპროგრამებთან დაკავშირებით ახალი მიდგომები, ეს საკითხები დახურულიყო და ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო. მისივე თქმით, მეორე გამოთხოვილი საკითხი საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებს ეხებოდა.

ეს საკითხი განპირობებულია იმ მდგომარეობით, რომ მსჯელობის ეტაპზე მოსაზრება გაჩნდა, რომ ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაბამის საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო კანონმდებლობიდან გადიოდა და ეს ცვლილებები პაკეტიდან უკან გამოვითხოვეთ“, – განაცხადა ხატიძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ ის საკანონდებლო ბაზა შეიქმნას, რომელიც ხელს სამართლებრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას შეუწყობს.

ჩვენ ისეთ მაუწყებელს მივიღებთ, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს და იმ საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არსებული მაუწყებლები იზიარებენ. ამასთან, გეტყვით, რომ მოცემულ ცვლილებებზე აქტიური შეხვედრები მიმდინარეობდა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და ისინი საქართველოს პარლამენტშიც იმყოფებოდნენ, სადაც ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც საკანონმდებლო პაკეტს შეეხება. ჩვენ ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ წარმოდგენილი არაერთი დასკვნა გვაქვს ისევე, როგორც ევროსაბჭოს დასკვნა“, – დასძინა ხატიძემ.

დეპუტატების ნაწილი კანონპროექტში მოცემულ  ცვლილებებს ეტანხმება ნაწილი კი ეწინააღმდეგება.

კომერციული რეკლამის განთავსების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ აყენებენ ამას ვერ ვხვდები. ზოგიერთ ტელევიზიაში მაგალითად, შეიძლება არავინ მოისურვოს რეკლამის განთავსება, რადგან შეიძლება მაყურებელი არ ჰყავდეს. ვისაც მაყურებელი ყავს, იქ რა თქმა უნდა, ეცდება თავისი კომერციული რეკლამა განათავსოს. აქედან გამომდინარე, კომერციულ ტელევიზიებს შორის და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის კონკურენცია არ არის. რეკლამის განთავსება არ ხდება ყველგან, რეკლამის განთავსება ხდება იქ, სადაც ყურადობა ბევრად უფრო მაღალია”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება მოსახლეობის ძალიან მარალი ჩართვაყველა დაინტერესებული იქნება, რომ იქ კომერციული რეკლამა განათავსონ.

ჩვენ თუ არ გვინდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი დაფინანსება ჰქონდეს, მაშინ დაფინანსების წესი შევუცვალოთ და რეკლამას რატომ ვეხებით, არ ვიცი. რაც შეეხება სტარტაპებს, თუ ეს სტარტაპები ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკო სისტემის განვითარებას, მაშინ რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ მე არ მგონია, რომელიმე სტარტაპის დაფინანსება იქეთკენ იყოს მიმართული, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თვითონ შეუქმნას თავის თავს კონკურენტი. ის სტარტაპი, რომელიც დაფინანსებული იქნება, იქნება შემავსებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სულისკვეთებისა, რომელიც მას აქვს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მიღწევაა, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ლევან კობერიძის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გიორგი გვიმრაძის მხრიდან და საჭიროა, რომ მან განმარტება გააკეთოს.

ეს ფრაზა საერთოდ საიდან დაიბადა, ძალიან მაინტერესებს. ამაზე რომ გააკეთოთ კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო თქვენი მხრიდან, თურმე აქ უმრავლესობას რაღაც არ მოსწონს საინფორმაციო გადაცემებში. საერთოდ არ უხსენებია არავის მსგავსი რამ და ეს საიდან მოიტანეთ, საიდან გააჟღერეთ? ძალიან გთხოვთ, ამაზე განმარტება გააკეთოთ. განმარტება გააკეთეთ თქვენს მოსაზრებაზე, განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი გვიმრაძემ ლევან კობერიძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თავად მოსწონს თუ არა, როგორ აშუქებს მაუწყებელი ახალ ამბებს.

თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ რაც თქვენ გააკეთეთ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, უმრავლესობის დეპუტატები, ფაქტობრივად, დაადანაშაულეთ იმაში, რომ რაღაც არ მოგვწონს თურმე და თურმე მიგიღწევიათ მიზნისთვის. დააკონკრეტეთ თქვენი გამონათქვამი, განაცხადა კობერიძემ.

გვიმრაძის განცხადებით, მისი მიზანი ვინმეს დადანაშაულება კი არ ყოფილა, არამედ ქვეყნის მიღწევად თვლის, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არავინ არაფერში არ დამიდანაშაულებია. მე ვთქვი, რომ ქვეყნის მიღწევა მგონია, თუ უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ ამბებს. ჩემი აზრით, ეს მიღწევაა, განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ საკანონდებლო ცვლილებებს არ ეთანხმება დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მისი თქმით, მიუღებელია, რომ მაუწყებელს ჰქონდეს 45 მილიონი ლარი ბიუჯეტი და 1%-იანი რეიტინგი. გვინდა ასეთი ხარჯი და ასეთი რეიტინგი? არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზემაუწყებლობის შესახებკანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მაუწყებელი 5 მილიონის დამატების შემთხვევაშიც ვერ გახდება 10%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია.

როგორც გავხადოთ უკეთესი მაუწყებელი, რეკლამის საშუალება მივცეთ და ორი მილიონი დავუმატოთ? დავუმატოთ 5 მილიონი, გავანებოთ თავი რეკლამას. გახდება 10%-იან რეიტინგიანი ტელევიზია? ვერ გახდება. მე ვფიქრობ, რომ აქ ადმინისტრირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რომ მივცემთ ყოველ წელს 50 მილიონს და პროცენტ-ნახევარი რომ ექნებათ რეიტინგი, უნდა გავუშვათ მთლიანად. უნდა წავიდნენ და ახლები მოვიდნენ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

პროექტის მიხედვით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ბევრი ცვლილება შედის, თუმცა მთავარის გამოყოფა შესაძლებელია. კერძოდ, კანონის ცვლილების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებები გაიმიჯნება, ინტელექტუალური პროდუქტი არა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, არამედ კონკურსის წესით შეირჩევა.

გავიხსენებ, რომ თავის დროზე პირველი არხის მენეჯმენტის მიერ დაანონსებულ საკანონდებლო პროექტს, კერძო ტელევიზიების პროტესტი მოყვა. მათ სპეციალური განცხადება დაწერეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართეს მოთხოვნით, პარლამენტმა უარი თქვასმაუწყებლობის შესახებ კანონშიიმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხებასაზოგადოებრივ მაუწყებელშისპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას.

 კერძო ტელეკომპანიებს შორისაარუსთავი 2“, „კავკასია“, „TV პირველი“, „პალიტრანიუსი“, „ობიექტივიდა რეგიონული ტელევიზიები.

მათი მოთხოვნა ემყარება შემდეგ არგუმენტებს: პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა და არ არის დასაბუთებული ცვლილების აუცილებლობა. ცვლილება საფრთხეს შეუქმნის მაუწყებლის კომერციული გავლენისგან თავისუფლებას. ჩნდება რისკი, რომ მაუწყებელი ბაზარზე დემპინგური ფასებით არაკეთილსინდისიერი მოთამაშე გახდება. მაუწყებელს რეკლამისა და სპონსორობის საჭიროება არ  აქვს, გააჩნია ტექნიკური რესურსი და გეგმები, რომელიც დამატებითი ტელევიზიის გახსნასაც გულისხმობს, რაც დამატებითი სარეკლამო დროა. კერძო კომპანიების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება, როდესაც კერძო კომპანიების შემოსავლის წყარო მხოლოდ და მხოლოდ რეკლამაა, ხოლო მაუწყებელს საზოგადოება უხდის ფულს და მას რეკლამა და დამატებითი ტიხრები არ უნდა აწუხებდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს ერთ მთავარ კონტრარგუმენტს უპირისპირებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელის თიკო ბერძენიშვილის თქმით, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შესულია პარლამენტში, სრულად იწონებს ევროპის საბჭო და ევროპის მაუწყებელთა კავშირი.

ჩვენ გვაქვს  მრავალი კონტრარგუმენტი, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ღირებულება, რასაც ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და ზოგადად, ევროპის გამოცდილება ჰქვია. ჩვენ  ერთი დიდი ოჯახის წევრი ვართ, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჰქვია. რომ ავიღოთ, კავშირის წევრის 50 ქვეყნიდან მხოლოდ 4- აქვს აკრძალვა რეკლამაზე. ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მკაფიო მხარდაჭერა, ისევე როგორც რეკომენდაციები. ეს მუხლი ყველაზე მეტადაა მხარდაჭერილი ამ ორგანიზაციების მხრიდან და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი არგუმენტი“.

სულ თავიდან, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი დააანონსა, რეკლამასა და სპონსორობაზე უფლების დაბრუნება მეგაშოუების ჩატარებაზე უფლების მოპოვებას დაუკავშირა.

გავიხსენოთ ვასილ მაღლაფერიძის განცხადება, რომელიც მანპრაიმტაიმთანექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა: „საინტერესოა, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ საზოგადოებრივ მაუწყებელს წაართვეს მეგაშოუს წარმოების უფლება. ეს მაშინ მოხდა, როცა რეკლამის მოპოვების უფლება წაართვეს. დღეს რომ პოპულარობაზე ვსაუბრობთ, ეს ვიყვიროთ, პირველ რიგში. არადა მთელ ევროპაში მეგაშოუებს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლები აკეთებენ. ეს ყველას არხი უნდა იყოს. ერთადერთი, საქართველოში ისევ ქართველებმა უთხრეს: ეს არ უნდა გააკეთოო. რა მიზეზით უთხრეს უარი, დიდი მისახვედრი არ უნდა იყოს.

რატომღაც გვეუბნებიან: შენ რეიტინგი არ გჭირდება, სერიალი არ გჭირდება, არაფერი არ გჭირდება, მარტო ჭკვიანური გადაცემები გჭირდებაო. ვინ იცის ის ჭკვიანური გადაცემები? ეკითხებიჩვენ ვიცით, ათმა კაცმაო, ეს აწარმოეო. ასეთია ვითარება. ამიტომ დაიხარჯა 410 მილიონი და შედეგი არ დაიდო“.

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი