მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი კანდიდატურა მართლაც განიხილება - ანა ნაცვლიშვილი

17:30 11-14-2017
27

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა განიხილება სახალხო დამცველის პოსტზე. 

ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"რადგან ცალცალკე არაერთი ადამიანი და მედიასაშუალება მეკითხება, აქ დავწერ საჯაროდ: ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში",- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არცერთ ფრაქციაში არ შედიან



ავტორი: ლიზი არსოშვილი