მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნახატზე რომელიც 1860 წლით თარიღდება გამოსახულია გოგონა "iPhone"-ით ხელში

16:44 11-14-2017
189

ავსტრიელი ფერმწერის  (1793-1865 წწ), ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ნახატზე "მომლოდინე", რომელიც 1860 წლით თარიღდება, გამოსახულია გოგონა, რომელსაც ხელში, "iPhone"-ის ფირმის ტელეფონი უჭირავს. ამის შესახებ ინფორმაციას, "Motherboard" -ის სააგენტო ავრცელებს. 

საინფორმაციო წყაროს ცნობით, ნახატი პიტერ რასელმა, მიუნხენში სეირნობის დროს, პინაკოთეკაში( სურათების გალერეა) აღმოაჩინა. პიტერი,  შოტლანდიის სახელმწიფო სამსახურის, ყოფილი თანამშრომელია. მან გოგონას ხელში, მართკუთხედი ფორმის საგანი დააფიქსირა, რომელიც საოცრად ჰგავდა, თანამედროვე სმარტფონს.

ავსტრიის არტ-სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერალდ ვაინპოლტერმა,  XIX საუკუნის ნახატზე გამოსახული "აიფონის" არსებობა არ დაადასტურა:

"ვალდმიულერის ნახატზე, არანაირი ახალი "iPhone X" არ ფიქსირდება, გოგონას ხელში, ლოცვების პატარა წიგნი უჭირავს და ტაძარისკენ მიიჩქარის"- ამბობს ვაინპოლტერი. 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე