მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

​„საქართველოში ვიზიტი არის თქვენი რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის" იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია' - მარგო ვალსტრომი

16:21 11-14-2017
22

პოლონეთისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში  ვიზიტი არის     საქართველოს  რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობისიდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია"- ამის შესახებ  შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა პოლონელ კოლეგასთანერთად თბილისში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.  სამი ქვეყნის - საქართველოს

შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა   სამინისტროში გაიმართამარგო ვალსტრომმა „აღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტამდე რამდენიმე    დღით ადრე ევროკავშირის  წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს   საქართველოში  ევროკავშირის მხარდაჭერის  მნიშვნელოვანი და მკვეთრი გზავნილი უწოდა.

 

მან ისაუბრა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზეროგორც რეგიონის მრავალფეროვან კულტურათა  და  ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისთვის შესანიშნავ სივრცეზერაც თავის მხრივ რეგიონშისტაბილურობას და მშვიდობიან დიალოგს შეუწყობს ხელს.

 

შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფების და ევროკავშირში უწყვეტი ინტეგრაციისძალიან მტკიცე მხარდაჭერასსაქართველოროგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის"  პროგრესული წევრისამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითსაქართველო უაღრესად წარმატებულია ამ მიმართულებებითრაც აღიარებული იქნა ჩვენს ანგარიშებშიცრომლებსაც ვახორციელებთ დემოკრატიისადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხითვითარების შეფასებისთვისთქვენ ამ თვალსაზრისით დიდი გზა გაიარეთ და ძალიან კარგი მაჩვენებელი გაქვთ"-აღნიშნა შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

მარგო ვალსტრომის  განცხადებით  საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებიარამარტოევროკავშირის ანგარიშებში ჰპოვებს აღიარებასარამედ ქვეყნის შიგნითქართველი ხალხიც გრძნობსხელშესახებ შედეგებსმან ამის ნათელ დასტურად საქართველოს მოსახლეობის ევროინტეგრაციის მიმართურყევი მხარდაჭერაში დაასახელაშვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით მთავრობისა დახალხის  მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდანაც მეტი ჩართულობის წინაპირობას წარმოადგენს.

 

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.