მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე ფრაქციები დარეგისტრირდება და კომისიები დაკომპლექტდება

16:16 11-14-2017
24

დედაქალაქის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც ფრაქციები დარეგისტრირდება, კომისიების შემადგენლობები დაკომპლექტდება და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

მიმდინარე კვირის პარასკევს, საკრებულოს კიდევ ერთი სხდომა იგეგმება, სადაც საკრებულო თბილისის მთავრობის წევრების კანდიდატურებზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

 

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველის სხდომა გაიმართა. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, შემდეგ კი საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია უძღვებოდა. მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა და ის  გიორგი ტალახაძემ შეცვალა, რომელიც ამ დრომდე თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანი აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე. ,,ნაციონალური მოძრაობისდეპუტატებმა თანამდებობრივ გადანაწილებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. უფლებამოსილება შეუწყდათ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროპორციული სიის წევრს ნიკა მელიას და პარტია ,,ევროპული საქართველოსსაარჩევნო პროპორციული სიის წევრებს დავით ავალიანსა და დავით დარჩიაშვილს.

ავტორი: სალომე ჩადუნელი