მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

შალვა ოგბაიძე: დაპირებების დრო დამთავრდა, დღეს პირველი სამუშაო დღეა, ამ დაპირებების რეალიზებისთვის

16:05 11-14-2017
24

შალვა ოგბაიძე თბილისის საკრებულოში მესამე მოწვევის დეპუტატია, თუმცა ამჯერად ახალ ამპლუაში, როგორც ავჭალის მაჟორიტარი.

როგორც შალვა ოგბაიძე ,,პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს საკრებულოში მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კვლავ ტრანსპორტი იქნება, თუმცა იმუშავეს ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც ავჭალას აქვს.

,, დეპუტატები იცვლებიან, მაგრამ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც დიდ ქალაქს და ჩვენ შემთხვევაში დედაქალაქს სჭირდება, არ იცვლება. ბერლინშიც კი მთავარი პრობლემები გახლავთ ტრანსპორტი გამონაბოლქვი, სოციალური დაცვა, დაპირებების დრო დამთავრდა, დღეს პირველი სამუშაო დღეა, ამ დაპირებების რეალიზებისთვის. პრობლემის იდენტიფიცირებაა მთავარი, რომ დაინახო და ამ პრობლემის გამოსწორების გზა დასახო. მეც თავიდან ბოლომდე ვიქნები ჩართული ამ საკითხებში და არა მარტო ტრანსპორტში, ავჭალას კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აქვს ტრანსპორტთან ერთად“, - - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველის სხდომა გაიმართა. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, შემდეგ კი საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია უძღვებოდა. მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა და ის  გიორგი ტალახაძემ შეცვალა, რომელიც ამ დრომდე თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანი აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე. ,,ნაციონალური მოძრაობისდეპუტატებმა თანამდებობრივ გადანაწილებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. უფლებამოსილება შეუწყდათ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროპორციული სიის წევრს ნიკა მელიას და პარტია ,,ევროპული საქართველოსსაარჩევნო პროპორციული სიის წევრებს დავით ავალიანსა და დავით დარჩიაშვილს.

 

15 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე დარეგისტრირდება ფრაქციები, დაკომპლექტდება კომისიების შემადგენლობები და აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეებს. პარასკევს ჩაინიშნება საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულო თბილისის მთავრობის წევრებზე თანხმობის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს.

ავტორი: სალომე ჩადუნელი