მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ხვალ, დედა ენის ბაღში ღონისძიება "ცოცხალი ბიბლიოთეკა" გაიმართება

15:53 11-14-2017
19

2017 წლის 15 ნოემბერს, 14:00 საათზე, დედაენის პარკში გაიმართება ღონისძიება “ცოცხალი ბიბლიოთეკა” ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, რომლის  ფარგლებში ცნობილი სპორტსმენები სკოლის მოსწავლეებს მოუყვებიან საკუთარ ისტორიებს; ღონისძიებას დაესწრება 300-მდე მოსწავლე  საჯარო და კერძო სკოლებიდან. პარალელურად ასევე გაიმართება თეატრალური პერფომანსი, ფერების ფესტივალი, სახის მოხატვა, სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.

 ღონისძიებები იმართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში. პროექტს ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ”-ი.

 მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფორმალური განათლების პარალელურად, მნიშვნელოვანია, საგაკვეთილო პროცესის შემდგომ ჯანსაღი კვების მხარდასაჭერი, ფიტნესისა და სპორტის, ნარკოტიკების, თამბაქოს, ალკოჰოლის ავადმოხმარების პრევენციაზე მიმართული კამპანიები.