მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

"პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონა" სუპერმოდელად დაასახელეს - ვინ არის ლამაზმანი, რომელიც ოთხი წლის ასაკში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა

14:20 11-14-2017
522

ახალგაზრდა ფრანგი ლამაზმანი, ტილან ბლონდო, ახლო მომავალში, მსოფლიო მოდის სახე გახდება. გოგონას, 4 წლის ასაკიდან, სთავაზობენ, სარეკლამო რგოლებში გადაღებას.  სწორედ, ერთ-ერთმა მოდის ჟურნალმა დაასახელა, ტილანი, „პლანეტის, ყველაზე ლამაზ გოგონად“.

"politpuzzle"-ს საინფორმაციო წყაროს ცნობით, ამ ტიტულმა, გოგონას, მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ტილანი, 16 წლისაა და მას უკვე, ოფიციალურად შეუძლია, პოდიუმზე და დეფილეებზე, მონაწილეობა. რამდენიმე დღის წინ, მოდელმა, მონაწილეობა მიიღო პარიზის მოდის კვირეულზე. მანამდე, კი  მილანში, „Dolce & Gabbana“- ს შოუს ჩვენებაზე და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე,  ცნობილი ბრენდების, „Tommy Hilfiger“-ის  და „Michael Kors“-ის, ახალი კოლექციის სამოსში პოზირებდა.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ტილანი, შემთხვევით არ მოხვედრილა. ის, ცნობილი ოჯახიდან იყო: მამა, ყოფილი ფეხბურთელია, დედა, კი ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და საბავშვო ტანსაცმლის დიზაინერი. ამის გამო, გოგონამ თავისუფლად შესძლო ფეშენ-ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრება, რასაც ხელს უწყობდა, მისი გარეგნობა. ტილანი, მალე პლანეტის, ყველაზე მაღალანაზღაურებად, ახალგაზრდა მოდელად დასახელდა, რომელსაც, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.   

ლამაზმანი, 2011 წელს, როცა პირველად გამოჩნდა მოდის სამყაროში, სკანდალის ობიექტი გახდა. გოგონა, 10 წლის იყო, როცა, ჟურნალ  „Vogue“-ისთვის ფოტოსესია მოაწყო. ტილანი, ფოტოზე, მაკიაჟით, თმის უცნაური ვარცხნილობით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით პოზირებდა, როგორც ამბობდნენ, გოგონა, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა, მისმა ვიზუალმა,  მთელი მსოფლიო, შოკში ჩააგდო.  .

ამჟამად გოგონას, მარტო ინსტაგრამზე, 1,6 მილონი ხელმომწერი ჰყავს. ტილანი, უკვე ცნობილ სამოდელო სააგენტოს მოდელებთან მეგობრობს. მისი ერთ-ერთი ახლობელი, სინდი კლოუფორდის 16 წლის ქალიშვილი, კეიტ გერბერია, რომელიც ამ სეზონზე, პირველად პოზირებდა პოდიუმზე.

ტილანი, უკვე სარეკლამო რგოლებში, სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სახეა. კანის ფესტივალზე, ის, წითელ ხალიჩაზე,  „L’Oréal“ ბრენდის სამოსში პოზირებდა. რამდენიმე ხნის წინ, გოგონამ, პარფიუმერიულ ბრენდთან, „Lolita Lempicka“-სთან გააფორმა კონტრაქტი.  

რუსული სააგენტოების ვერსიით, ამ ეტაპზე, „პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონად“, 11 წლის კრისტინა პიმენოვა დასახელდა, რომელის ადრეული ასაკიდან, ცნობილი ბრენდების სახეა. ის, ცნობილი ფეხბურთელის, რუსლან პიმენოვის და ექს-მოდელის, გლიკერი პიმენოვის ქალიშვილია.

კრისტინა, ცნობილი ბრენდების „Prada“-ს, „Burberry“-ის, „Guess“-ის, „Levi’s“-ის სახეა. მოდელის თაყვანისმცემლები, ინსტაგრამზე, ტილანის მეგობრებს, ბევრად აღემატება, მათი რაოდენობა 1,9 მილიონ ხელმომწერზე მეტია.  

რამდენიმე ხნის წინ, ტილან ბლონდო და კრისტინა პიმენოვა, ერთად გადაიღეს, ცნობილი ბრენდის, „Ralph Lauren“-ის ტანსაცმლის კოლექციის სარეკლამო რგოლში, რაც იმაზე მიუთითებს,რომ საზოგადოებას, მეტი შესაძლებლობა მიეცა, ამ ორი ლამაზმანიდან, აირჩიოს „პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგო“. 

ავტორი: რუსა ღვანიძე