მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ირაკლი ნადირაძე: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ოპონენტისა და მაკონტროლებლის ფუნქცია

14:04 11-14-2017
55

,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დეპუტატებმა უნდა დაიბრუნონ ინიციატორებისა და მაკონტროლებლის ფუნქცია სხვა შემთხვევაში კი საკრებული ისევ ,, მერიის კანტორად" დარჩება.

ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისში ბევრი პრობლემაა, მათ შორის ეკოლოგია, სოციალური, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, დასაქმევა და ,,ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე იბრძოლებს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

,,ბევრი პრობლემა: საცობები, პარკინგები, სოციალური პრობლემები, ეკოლოგია. ეს პრობლემები ბოლო სამი წლის განმავლობაში მძიმდებოდა და მწვავდებოდა. დავით ნარმანიამ ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად ცუდად იმუშავა და ყველა ეს პრობლემა რომ დღეს მძიმედ არის მათი დამსახურებაა. მთავარი დამნაშავე და მთავარი პასუხისმგებელი არის საკრებულო, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია ყოფილიყო დავით ნარმანიას მთავრობის ოპონენტი და ყოფილიყო მაკონტროლებელი ორგანო. ყველა მავნებლურ გადაწყვეტილებას ვამართლებდით და ვამოწმებდით როგორც მისი ნოტარიული ბიურო. სწორედ ამიტომ იყო დაკავშირებული საკრებულოსთან ხმაურიანი გადაწვეტილებები, სწორედ ამიტომ იყო რომ ერთ ლარად რიგდებოდა მოქალაქეების ქონება.
თბილისის დეპუტატებს გვაქვს შეზღუდული უფლებები. გასულმა საკრებულომ ჩამოართვა დეპუტატებს უფლება მთავრობაზე დასწრების, მაშინ როცა პარლამენტის დეპუტატებს არ ახლევენ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლებას და გვაძევებდნენ დარბაზიდან.
თუ ჩვენ გვიბდა ვიყოთ თბილისელების ინტერესების დამცველი საკრებულო, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ოპონენტისა და მაკონტროლებლის ფუნქცია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი საკითხის ინიციატორები. თუ რამე სასიკეთო გაკეთდება ყველა საკითხში ვიბრძოლებთ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი