მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

საკრებულოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება

13:33 11-14-2017
46

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმევა.

ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

,,გვაქვს მოსაზრება და იგეგმება რომ ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომისია გაერთიანდეს და ურბანული დაგეგმარების კომისიას ცალკე გამოეყოს ტრანსპორტის საკითხების კომისია", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

დღეს, მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, პირველ მოადგილეთ გიორგი ახვლედიაბი, ხოლო მოადგილეებად მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ავტორი: სალომე ჩადუნელი