მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები თანამდებობრივ გადანაწილებაში მონაწილეობას არ მიიღებენ

12:22 11-14-2017
57

საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები თანამდებობრივ გადანაწილებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, არჩევნების შემდეგომ პასუხისგებლობა სრულად ,,ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს. 

,, ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ სახელად არჩევნები, ამაზე პასუხისმგებლობა ქართულმა ოცნებამ უნდა აიღოს. ის მანდატები, რომელიც გამოვგლიჯეთ, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ თბილისის საკეთილდღეო გადაწყვეტილებაში ვიქნებით ერთად", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ კომისიებში გადანაწილდებიან ,, ნაციონალური მოძრაობის" წევრები. 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი