მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

BBC: მსოფლიოში უძველესი, 8 000 წლის წინანდელი ღვინო საქართველოში აღმოჩენილი

10:36 11-14-2017
391

ბიბისის ინფორმაციით, მეცნიერების განცხადებით, ​თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით,  გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა 8 ათასი წლის წინანდელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოჩინეს, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. 

ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარის სტივენ ბუთიუკის განცხადებით, "ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უძველესი მაგალითი იმისა, რომ ევრაზიის ვაზის ველური ფორმები, რომელიც ღვინის წარმოებისთვისაა, სწორედ აქედან იღებს სათავეს". 

​შეგახსენებთ, რომ აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.

უახლესი აღმოჩენა "მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" ჟურნალში გამოქვეყნდა.