მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ირაკლი ხოშტარია მსხვერპლი გახდა იმის, რომ კოტე ტუღუში სამაგალითოდ დაესაჯათ ჩემს გვერდში დგომისთვის - შიო ხეცურიანი

22:16 11-13-2017
111

უბრალოდ, ირაკლი ხოშტარია მსხვერპლი გახდა იმის, რომ კოტე ტუღუში სამაგალითოდ დაესაჯათ ჩემ გვერდში დგომისთვის - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა,  შიო ხეცურიანმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.  მისი თქმით, მისთვს  მწვრთნელების გათავისუფლებასთან დავავშირებით კალათბურთის ფედერაციის არგუმენტები მიუღებელია. 

რა არგუმენტებიც ფედერაციამ წარმოადგინა ჩემთვის მიუღებელია. მე ვერ გავიზიარებ, რომ ამ მიზეზებით მოიხსნა კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია. ძალიან უსუსური არგუმენტებია და ეს ეჭვები თვითონ დაბადეს. რა თქმა უნდა ისიც, რომ მთავარი მწვრთნელი არ შეიცვალა, შეიცვალა მხოლოდ ერთ-ერთი ორი საუკეთესო მწვრთნელი და ისინი ფედერაციის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოუშვეს. კოტე ტუღუშიც და ირაკლი ხოშტარიაც ჩემი მეგობრები არიან და არ მინდა ეს ფაქტი ხელაღებით დავასახელო, მაგრამ ფაქტი ფაქტი. კოტე ტუღუში დასაჯეს იმის გამო, რომ არის ჩემი მეგობარი და თანამოაზრე. ირაკლი ხოშტარიამაც აღნიშნა და მეც აღვნიშნავ ჩვენ მეგობრობას , მაგრამ ღიად ვამბობ რომ ირაკლი ხოშტარია არ არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ჩართულია სტრატეგიის შემოშავებაში. უბრალოდ, ირაკლი  მსხვერპლი გახდა იმის, რომ კოტე ტუღუში დაესაჯათ სამაგალითოდ ჩემ გვერდში დგომისთვის" - განაცხადა ხეცურიანმა.