მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

გიორგი პაპუნაშვილი: მომდევნო საკვალიფიკაციო შესარჩევი ჩვენთვის მარტივი არ იქნება

21:49 11-13-2017
40

მომდევნო საკვალიფიკაციო შესარჩევი ჩვენთვის არ იქნება მარტივი - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა ჟუნრალისტებს განუცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ახალგაზრდებს ნაკრებში თამაშის შანსი მისცა. 

"პირველი თამაშის ხარისხი არ ვარგოდა მაგრამ მოვიგეთ მეორე თამაშში ხარისხი გამოვასწორეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ. მომდევნო საკვალიფიკაციო შესარჩევი ჩვენთვის არ იქნება მარტივი. ყველა შემთხვევაში უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას. ახალწვეულებს რაც შეეხებათ ყველამ იბრძოლა, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო სტაფს, რომ ახალგაზრდებს ნაკრებში თამაში შანსი მისცა", - განაცხადა პაპუნაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელარუსის თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.