მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

რატომ მოხდა გურამ კაშიას შეცვლა საქართველო-ბოლარუსის თამაშის მეორე ტაიმში?

21:21 11-13-2017
991

საქართველო ბელარუსის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. თამაშის შემდეგ  საქართველოს მთავარი ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე თუ რატომ მოხდა კაშიას შეცვლა მეორე ტაიმში და იყო თუ არა გამოწვეული ეს იმ წნეხით, რომელიც "ტორპედოს" სტადიონზე სუფევდა, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ არაფრით არ უკავშირდებოდა სტადიონზე შექმნილ ვითარებას კაშიას მეორე ტაიმში დასვენება. მისი თქმით, გურამ კაშიამ თავად სთხოვა დასვენება, რადგან მას ჰოლანდიის ჩემპიონატში თასებზე  აქვს სათამაშო. 

შეგახსენებთ, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, პარალელურად  ქართულმა მარშმა  კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გამოყენება. მარშის წევრებმა ტრიბუნაზე ლგბტ-ს ფერადი დროშაც დაწვეს და ამის შემდეგ თამაში პროტესტის ნიშნად დატოვეს.