მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

პანკისის ხეობის სოფლებში ენერგომომარაგება სტაბილური და უსაფრთხო გახდება

14:06 11-13-2017
11

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პანკისის ხეობის სოფლებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა და 2200-მდე აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახმეტა-პანკისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გამოიცვალა გადამცემი ხაზები და ძველი, ამორტიზირებული ბოძები შეიცვალა ახალი საყრდენებით. სამუშაოები მიმდინარეობენ სოფლებში ხალაწანი, შუა ხალაწანი და კუწახტა. 

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ალაზანზე ახალი ხაზის მშენებლობა, რომელიც ომალოსა და ხალაწანის ენერგომომარაგების სტაბილურობას უზრუნველყოფს. სოფელ ომალოში ძაბვის ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟიც.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“  განაგრძობს  ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.  

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე