მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ჯეჯელავა წავიდა, მისი ფრაზები დარჩა

13:10 11-13-2017
137

ალექსანდრე ჯეჯელავა, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მინისტრია, ვისი გამონათქვამებიც კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ნაცარქექია, მწავენ ვაშლი და გუგული მასწავლებელი... „პრაიმტაიმმა“ კიდევ ერთხელ გადახედა მის ფრთიან გამონათქვამებს ზღაპრის პერსონაჟებსა და სკოლის პერსონაჟებზე. 

ზღაპრის გმირები

„კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი? თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე – ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია“

„დედინაცვალი ყველა ზღაპარში მტერი არ უნდა იყოს, რადგან დღეს უამრავი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს და პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ და არ ვაკითხოთ, რომ დედინაცვალი ბავშვების ელენთას ჭამს და მათ სახლიდან აგდებს. ეს ხომ ჩვეულებრივი ტრაგედიაა.“

„მეგობრობა კარგია, მაგრამ თვითონ რომ არაფერს აკეთებს ჭიანჭველა? ან სად მიხტოდა?…მიზეზი, რის გამოც შევუტიე კომბლეს და კიდევ შევუტევ არაერთს, სხვაა. მინდა ახალი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც დევს კი არ წაართმევს სახლს, აიშენებს. შვილებზე მკითხეთ და კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი ჩიორასავით რომ იქცეოდეს ჩემი შვილი, არ მინდა. კიდევ გრძელი ჩამონათვალი მაქვს,“

"ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია და ახალი რწყილი და ჭიანჭველა"

“ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში და მაინც გადახტა, გადახტა და ჩავარდა. ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვია თავისი უნიჭობით”

,,გულწრფელად ვამბობ, ყოველთვის, როცა ვკითხულობდი – ჭირი იქა, ლხინი აქა, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება, იქაც ლხინი იყოს და აქაც-მეთქი? მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს, მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე – ფქვილი? უნდა მომწონდეს, თუ სხვას შუქი არ აქვს და მე სახლში ანთებული ნათურები მაქვს?”

"კომბლე ცუდი მეცხვარეა, "სუპერმენი" და „სპაიდერმენი" მასწავლებლები არიან"

„ნაცარქექიას შეიძლება ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება ჰქონოდა.“

სკოლა და სახელმძღვანელოები:

,,ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“

„GOOGLE არის გუგული მასწავლებელი“

„იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა  ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, ინტერნეტი, კერძოდ კი „გუგლი“, რომლის მეშვეობითაც ადამიანს უსარგებლო ინფორმაციით თავის გამოტენვა აღარ დასჭირდება...

„ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. ახლა აღარ სჭირდებათ, მაგრამ „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“

"დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია.“

„მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“

„ნებისმიერი მშობელი, რომელიც იტყვის, რომ "ჩემი შვილის ჯანმრთელობას მირჩევნია მისი წიგნის ფურცლის ჯანმრთელობა", ალბათ, მშობელი არ არის. მე გეტყვით, რომ ჩემს შვილებს ძალიან გაწიკწიკებული წიგნები მოუტანეს და ჩემს უმცროს შვილს სქოლიოზი დაემართა გაწიკწიკებული წიგნების წონისგან, მაგარი გაწიკწიკებული იყო, ოღონდ ვაშლი არ იყო იქ.“

„ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს”,

„სკოლა არის უინტერესო“, 

„დღევანდელი სკოლა აცდენილია, ანუ ნაპრალია იმას შორის, თუ რა სჭირდება ბავშვებს და რა მომსახურებას ვუწევთ ჩვენ,“  „ისე დატანჯავენ და მეთორმეტე კლასში პროფესიონალ ზარმაცს მივიღებთ და მას აღარ უშველის არაფერი“,

“ქარხანა გვაქვს უმუშევრობის შექმნილი და სამწუხაროდ, ეს ქარხანა სახელმწიფო საწვავზე, სახელმწიფო დაფინანსებაზე მუშაობს,“ 

 "ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის"

„ სკოლა უნდა იყოს ისეთი, რომ მოსწავლე იყოს პირველ კლასში ზარმაცი“

"გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონს ნიუტონი არ ეთანხმება"

"თუ პედაგოგიკაში ძალიან მაღალი ხელფასები იქნება, იქ მივლენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები და ეს დიდი საფრთხეა“