მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ირანში მიწისძვრას 214 -ი ადამიანი ემსხვერპლა

12:08 11-13-2017
356
თეგები: ირანი

ირანის დასავლეთში მომხდარ მიწისძვრას 214-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა - ერაყში. დაშავდა 2.800-ზე მეტი ადამიანი.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. არის სატელეფონო კავშირის პრობლემები.

მიწისძვრის შედეგად 70.000 - ზე მეტი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არის დარჩენილი.

ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს