მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას, მინდა წარმატებები ვუსურვო - დავით ნარმანია

09:31 11-13-2017
10

თბილისის უკვე ყოფილი მერი, დავით ნარმანია თბილისის უკვე მოქმედ მერს, კახა კალაძეს მერიაში დახვდა. ნარმანიამ მას წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა რამდენიემ გამოწვევა კვლავ დარჩა. 

"დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და გადაიბარა თბილისის მერია. მინდა წარმატებები ვუსურვო და ასევე ვუსურვებ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა გააკეთოს, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. ეს 3 წელი და 3 თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით. ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად. ახალ მერს თავის პროგრამაში ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი. ვინც დარჩება თბილისის მერიაში, წარმატებებს ვუსურვებ, ვინც არ დარჩება და ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობდა, დაწყებული პირველი დღიდან, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა",- განაცხადა ნარმანიამ. 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე