მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბორჯომის საარჩევნო უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებაა

12:27 11-12-2017
56

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბორჯომში საარჩევნო უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებაა. როგორც "პრაიმტაიმს" უწყებაში განუცხადეს, არჩევნების მეორე ტური ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

”სამართალდამცველები მობილიზირებულები არიან ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ან უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების საარჩევნო უბნებზე არ მომხდარა. არჩევნების მეორე ტური ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”, - აცხადებენ სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ პარტია ”პატრიოტთა ალიანსის” ბორჯომის მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ დღეს განაცხადა, რომ თითქმის ყველა უბანზე მობილიზებულნი არიან ძალოვანი უწყების თანამშრომლები, განსაკუთრებით სოფლებში.