მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნინიკო ნაცარაშვილი ჯიბღაშვილისგან ძალადობაზე ალაპარაკდა - „ეს ე.წ. მსახიობი უკანასკნელი უნდა იყოს ვინც ძალადობაზე...“

12:25 11-10-2017
4829

გუშინ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ქალზე ძალადობის თემაზე საუბრობდა. მის გამოსვლას ლევანის ყოფილი საცოლე, ნინოკო ნაცარაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„სამწუხარო ფაქტია,რომ კანონის ძალა ყველასათვის ერთნაირად არ მოქმედებს... ეს მოლაპარაკე ე.წ მსახიობი კი უკანასკნელი უნდა იყოს,რომელიც საერთოდ ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებს. მე და ინტრიგა შორს,თორემ...“ - წერს ნინიკო სოციალუირ ქსელში. მის ამ პოსტს დიდი გამოახმაურება მოყვა.

„მე და ინტრიგა შორსო და ინტრიგაც ჩააგდე და ამ პოსტით საზოგადოებას პირდაპირ უთხარი "ლევანმა იძალადა ჩემზეო... ხო და კიდე, ასე გადაცემიდან გადაცემაზე, რომ დარბიან და შენს სახელს ლაფს ასხავენ, გამოდი და დაამტკიცე შენი სიმართლე. მე ვიცი, რომ შენ ცამდე მართალი იქნები! არ შეიძლება ამ ანგელოზი სახის უკან სატანა იმალებოდეს!“ - წერს ნინიკოს პოსტის ქვეშ მისი ფეისბუქმეგობარი.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/vb.347657975393516/861715203987788/?type=2&theater


ავტორი: ნინო მჭედლიშვილი