მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ტელეკომპანია "BBC"-ის გადამღებ ჯგუფს ატლანტის ოკეანეში ზვიგენების ჯგუფი დაესხა თავს (ვიდეო)

16:25 11-09-2017
84

რამდენიმე დღის წინ, ატლანტის ოკეანეში, ტელეკომპანია "BBC"-ის გადამღებ ჯგუფს, თავს დაესხა, ზვიგენების ჯგუფი.

ინციდენტი, იმ დროს მოხდა, როცა, ოპერატორები, პროექტის "ცისფერი პლანეტა 2"-თვის, ზღვის ფსკერზე, მომაკვდავი ვეშაპის კადრებს იღებდნენ.

გადამღები ჯგუფი, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდნენ, როცა ზვიგენებს, არ ესიამოვნათ "დაუპატიჟებელი სტუმრების" გამოჩენა და სუბმარინის (წყალქვეშა ნავის) შუშის ჩამტვრევას შეეცადნენ.

"წყალქვეშა ნავი, საკმაოდ მყარი მასალის არის, მაგრამ, ზვიგენები, იმდენად დიდი ზომის და სიძლიერის მტაცებლები არიან, რომ მაინც ძალიან შემეშინდა" - აცხადებს, გადამღები ჯგუფის, ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ზვიგენების ჯგუფი, ყველა მიმართულებით უტევდა ნავს და საოცარ ხმებს გამოსცემდა. მართალია, რამდენიმე ხნის შემდეგ, მტაცებლები უკან გაბრუნდნენ, მაგრამ იქ მყოფი მაყრებლები, აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა, მათზე, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

"BBC"-ის საინფორმაციო წყაროს ცნობით, შემთხვევა, 2017 წლის. 4 ნოემბერს მოხდა. შემთხვევას, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. 


 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე