(Exclusive) ცხოვრების სამუდამო მეგზური - სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი

20:06 11-08-2017
935

"პრაიმტაიმის" ორიგინალური ქორწილის რუბრიკის სტუმარია გიორგი ბოჭორიშვილი, (პროფესია-ინფორმაცია და მართვის სისტემები) და ხათუნა ხიჯაკაძე (ჟურნალისტი).

წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს. ბიჭის ინიციატივით 6 წლის წინ დაწყებული ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. როგორც ხათუნამ "პრაიმტაიმს" განუცხადა, გიორგი გამორჩეული, განსაკუთრებული და უთბილესი ადამიანია, რომელიც მისთვის ცხოვრების სამუდამო მეგზური იქნება.

ხათუნა ხიჯაკაძე: "ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. პირველი ინიციატივა გიორგიმ გამოიჩინა. 4 თვის განმავლობაში ვიცოდი, რომ მოვწონდი და ვუყვარდი. მაგრამ ურთიერთობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც დავრწმუნდი რომ მეც მქონდა მის მიმართ გრძნობები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდით, რადგან შეყვარებულობის პერიოდში ხშირად ვჩხუბობდით. ზოგად ჯიუტი ადამიანი ვარ და ძნელია რამე გადამათქმევინონ. მახსოვს ერთხელ ვიჩხუბეთ და ტელეფონს არ ვპასუხობდი. მალე ფანჯარაში დავინახე, როგორ იდგა წვიმაში და მელოდებოდა, მაგრამ არ გავედი, რადგან ძალიან ვიყავი გაბრაზებული. თუმცა, შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ შევრიგდით და შეყვარებულობის მე-6 წელი ქორწინებით დავაგვირგვინეთ. რაც შეეხება საქორწილო სამზადისს, ბოლო კვირას ძალიან ვნერვიულობდი, ვინაიდან გვინდოდა რომ ყველა დეტალი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ყოფილიყო და რა თქმა უნდა, ასეც გამოგვივიდა ჩვენი ოჯახებისა და უახლოესი მეგობრების დახმარებით. გიორგი მიმტკიცებდა, რომ საერთოდ არ ნერვიულობდა, მაგრამ ნიშნობის დღეს, ბეჭდის გაკეთების მომენტში ღელავდა".

ფოტოგრაფი: ავთო ჭიპაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე