მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

როგორ გამოიყურება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ხარაჩოების მოხსნის შემდეგ - ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლაჟი

16:57 11-08-2017
185

ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია, სოციალურ ქსელში, მახათას მთაზე მდებარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ფოტოებს და პოსტს აქვეყნებს:

"როგორც გითხარით, დღეს 7 ნოემბერს, მახათას მთაზე გახლდით, რათა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, ხარაჩოების შემოხსნის შემდეგ, მენახა და თქვენთვისაც მეჩვენებინა, ფოტორეპორტაჟის სახით...

ბედზე, ტაძრის პროექტის ავტორი და მთავარი არქიტექტორი, ბ-ნი ომარ ნაფეტვარიძეც იქ დამხვდა, ჩემი მეგობარი, მშენებლობის კონტროლის მენეჯერი, ირაკლი ქვარაია, ხომ სულ იქ არის. გამაოცა კარების თითბრისგან სხმულებმა, რომელიც მამა-შვილმა, ოლეგ და პაატა გელაშვილებმა და არჩილ ფასურიშვილმა, ჩამოასხეს. ავტორი, კი რელიგიურ თემატიკაზე, არის, ცნობილი მოქანდაკე, გია ჯაფარიძე..
აუცილებლად უნდა ნახოთ ეს საოცრება"... - წერს ბადრი ვადაჭკორია.

ავტორი: რუსა ღვანიძე