მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნინო ჯავახაძე: თვითდასაქმებულ ადამიანებს შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეთ

14:35 11-07-2017
579

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, თვით დასაქმებულ ადამიანებს შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეთ. სხვა შემთხვევაში ისინი დაგროვებითი პენსიის სისტემაში ვერ ჩაერთვებიან - ეს განცხადება ნინო ჯავახაძემ , "ბიზნესასოციაციის" წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მათი შემოსავალი უნდა ფიქსირდებოდეს, იმიტომ რომ სისტემაში მონაწილე ადამიანებს სახელმწიფო უკეთებს კონტრიბუციას და ჩვენ უნდა დავინახოთ ისინი, ვისაც კონტრიბუციას ვუხდით", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ .

მისი თქმით, დაქირავებით დასაქმებული 700 000 ადამიანია, ხოლო თვითდასაქმებული მილიონზე მეტი. წინასწარი პროგნოზით კი სისტემაში 700 ათასი ადამიანი იქნება ჩართული. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან განხილულ საკითხებზეც ისაუბრა.

"ძირითადად იყო მოსაზრებები როგორ უნდა დაიხვეწოს კანონპროექტი, იყო კრიტიკული შენიშვნებიც. ჩვენ მზად ვართ, რომ ბიზნესასოციაციის მიერ გამოთქმული შენიშვნები გავითვალისწინოთ მოცემულ კანონპროექტში. თანხების ინვესტირებაზე იყო ბევრი მოსაზრება და მზად ვართ გავითვალისწინოთ", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მ

ისი თქმით, მოისმინეს სადაზღვევო ბიზნესის პოზიციაც და ამ მიმართულებით შეღავათების დანერგვას გეგმავენ.

"უნდა გავმიჯნოთ ორი ბაზარი - ერთია საპენსიო სისტემის მეორე სვეტი, რომელიც ახლა არის და მეორე ნებაყოფლობითი, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და მოვამზადებთ კანონპროექტს. ვერ ვიტყვი, რომ სადაზღვევო სექტორისთვის ბაზარი არ რჩება. ბაზარი რჩება მაღალშემოსავლიანი პირებისთვის და ისინიც ვისაც მეორე სვეტში ექნება კონტრიბუცია. სადაზღვევო სექტორისთვის საშემოსავლოს მოხსნის შესაძლებლობა განიხილება",- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ნინო ჯავახაძის განმარტებით, დაგროვებითი პენსიის სისტემაში ვერ ჩაერთვებიან ის ადამიანები, რომელთა წლიური შემოსავალი 60 000-ს აღემატება.