ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ქალი

რჩევები 1711691400

5 მეცნიერული მეთოდი - როგორ უნდა აიძულოთ გონება რომ არ იდარდოს

ფსიქიკური ჯანმრთელობის კალიფორნიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრების დასკვნით, ზრდასრულ ამერიკელთა 18 %-ს ქრონიკული შფოთვა და დეპრესია ტანჯავს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ უკავშირდება, ის დაკავშირებულია გამუდმებით რაიმეზე დარდთან და წუხილთან.მკვლევარი ჯოზეფ ლედოიქსი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია ვისწავლოთ ის, თუ როგორ შევწყვიტოთ დარდი.ვნახოთ 5 მეცნიერული მეთოდი - როგორ უნდა აიძულოთ გონება რომ არ იდარდოს?1. დაიწყეთ ასე - დაამარცხეთ ირაციონალური ფიქრები და შეხედულებები - ხშირად ადამიანებს არა ლოგიკური აზრები და შიშები გვტანჯავს, ვფიქრობთ, რომ რაღაც ცუდი მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. ალოგიკურ მოვლენებს წარმოვიდგენთ ხოლმე. სცადეთ, იფიქროთ ლოგიკურად. გააანალიზეთ, რატომ დარდობთ. დაალაგეთ ფაქტები გონებაში. ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ საშიში არაფერი ხდება. ნახავთ, თანდათან როგორ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ამა თუ მოვლენის მიმართ და შეწყვეტთ უმიზეზოდ დარდს. 2. დაივიწყეთ გრძნობები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს -მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას თან ახლავს ემოციები და თუ თქვენ ზედმეტად ემოციური ადამიანი ხართ, შესაძლოა ამან ხელიც კი შეგიშალოთ და ემოციების გამო ვერ შეძლოთ რაციონალურ გადაწყვეტილებების მიღება. შეაფასეთ მოვლენები, ფაქტები ემოციების გარეშე. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. 3. ნუ მოინდომებთ საკუთარი თავისა და სიტუაციის კონტროლს. უბრალოდ, ეცადეთ იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული - როცა ყველაფრის გაკონტროლება სურს ადამიანს, ის ძალიან ბევრს ფიქრობს და ბევრს დარდობს, ფიქრობს, რომ თუ ყველაფრის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, მის ცხოვრებაში საშინელება მოხდება. ეცადეთ სიტუაციების გაკონტროლების ნაცვლად, უფრო მეტად ირწმუნოთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული. თავდაჯერებულ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, ყოველგვარი დარდისა და შფოთვის გარეშე. 4. ეცადეთ მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები - მაშინვე, როცა გონებაში რაიმე უარყოფითი აზრი გაგიელვებთ, სცადეთ ის პოზიტიურ მოვლენებზე ფიქრით შეცვალოთ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც კარგი, მთავარია, მისი დანახვა და აღქმა შეგეძლოთ. 5. მიიღეთ მხარდაჭერა იმ ადამიანისგან, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია - როცა ემოციების მოჭარბებას გრძნობთ და თვლით, რომ რაღაც საკითხზე ძალიან ბევრს დარდობთ, უმჯობესია, თუ ვინმეს დახმარებას სთხოვთ. ის აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ განგსჯით და უბრალოდ რთული სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ, შეძლებს რეალობა დაგანახვოთ ზუსტად ისეთად, როგორიც არის და თქვენი დარდისა და წუხილის მიზეზების არარსებობაში დაგარწმუნებთ. 

ბაკურიანი

შემთხვევა 1711691294

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ტაქსი

მსოფლიო 1711691103

ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს

ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს გაუხსნეს ცეცხლი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაღუპული ტაქსის მძღოლია. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახის ნიღბები

რჩევები 1711688640

რამდენად ხშირად შეიძლიება სახეზე ნიღბების გაკეთება

სახის ნიღბები შეირჩევა ასაკის, კანის ტიპისა და შემადგენლობის მიხედვით.თუმცა, ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მათგანის გაკეთება არ შეიძლება ყოველდღიურად – ეს ნიღბის აქტიურ კომპონენტზეა დამოკიდებული, ამბობენ ექსპერტები. ყველაზე ხშირად, სახის მოვლის ამ ტიპის ბოროტად გამოყენება იწვევს კანის გადაჭარბებულ გაჯერებას და ცხიმის გამომუშავების დარღვევას. სახის ნიღბები განიხილება მოვლის დამატებით და არა პირველად საშუალებად; ისინი ვერ შეცვლიან სახის კრემს. ისინი განსხვავდებიან ძირითადი ფუნქციის მიხედვით - ამის შესაბამისად დადგენილია მათი გამოყენების დასაშვები სიხშირე. სახის გამწმენდი ნიღბები ხშირად მზადდება თიხით და ნახშირით, რომელსაც შეუძლია ჭუჭყისა და ჭარბი ცხიმის შთანთქმა. მათი გაკეთება შეიძლება კვირაში არა უმეტეს სამჯერ, რადგან ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება გაანადგუროს კანის დამცავი ფენა.პილინგის ნიღბები ასუფთავებს მკვდარი უჯრედებისგან და აღადგენს კანს. ისინი შეიცავს მჟავებს ან ფერმენტებს, ასევე აბრაზიულ ნაწილაკებს. ასეთი ნიღბები კვირაში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ უნდა გაიკეთოთ. დამატენიანებელი ნიღბების გაკეთება შეგიძლიათ ყოველდღე - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანი ძალიან მშრალია და მისი „გადარჩენის“ დროა. მკვებავი ნიღბები, რომლებიც ხშირად შეიცავს ბუნებრივ ზეთებს, E და C ვიტამინებს, გლიცერინს, მცენარეულ წვენებს და ექსტრაქტებს, მზადდება კურსის სახით. ყოველდღიური გამოყენებისთვის მისაღები კიდევ ერთი სახის ნიღბებია ქსოვილოვანი და ჰიდროგელი.მათ აქვთ ძალიან ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი და ასევე მისაღებია რეგულარული მოვლისთვის, თუ კანი ძალიან მშრალია. ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ნორმალური კანის შემთხვევაში საკმარისია მისი მდგომარეობის შენარჩუნება სხვადასხვა ნიღბების მონაცვლეობით, მათი შემადგენლობის პერიოდულად შეცვლით.

მოყო

საზოგადოება 1711687631

თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე ეძებენ თოვლის მასაში მოყოლილ მამაკაცს. 48 წლის დიტო გოგოლაძის ძებნა-შველის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ახორციელებენ.ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი და დრონებიც. მამაკაცი, სოფელ ციხისჯვართან, მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს."შავი კლდე" - ასე ჰქვია ადგილს, რომლის მიმართულებითაც გუშინ დილით, ბაკურიანიდან, 5 ბურანი დაიძრა. 4-მა ადამიანმა ზვავს გამოასწრო, ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.