"ქართული მარშის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ლევან კობიაშვილი წელში გადამტვრევით დაემუქრა

13:56 10-30-2017
435

"ქართული მარშის" წარმომადგენლები, რომლებიც დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ ისინი გუშინ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან მათი ორგანიზებით იმართება, ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შეხვდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, მათ აქვთ ლევან კობიაშვილტან შეხვედრის აუდიოჩანაწერი, სადაც კობიაშვილი მათ ემუქრება.

„შეხვედრა შეეხებოდა გურამ კაშიას მოედანზე ლგბტ ფერებში სამკლაურით გამოსვლას. ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ 20:00 საათამდე, შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“, - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. 

როგორც სადღობელაშვილმა აღნიშნა, ხვალინდელ აქციაზე მოითხოვენ, რომ კობიაშვილი თანამდებობიდან გადადგეს და ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე