მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნიკა მელია: "ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი ამ ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ შევცვალოთ"

22:25 10-20-2017
68

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი ნიკა მელია მოუწოდებს ამომრჩევლებს ხვალ აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ყველანაირი შიშის გარეშე დააფიქსირონ არჩევანი. მან დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ არჩევნებზე უნდა დამარცხდეს უპერსპექტივობა, უიმედობა და რაც ყველაზე მთავარია მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობა. მისი თქმით, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხალხს.

"ძვირფასო საბავშვო ბაღის მასწავლებლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლები და სხვა სამსახურის წარმომადგენლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები თქვენ და თქვენს ოჯახს გაიძულებენ, რომ გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე დღის 12:00 საათამდე. ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დანებდეთ ზეწოლას! გვაქვს თქვენი დიდი იმედი. თქვენი არჩევანი განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო ათწლეულებს. ძვირფასო მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს დგას კტიმინალურ-მაფიოზური მმართველობა, მილიონერები და მილიარდერები, მათ არ აქვთ მთავარი - ხალხის მხარდაჭერა. მეორე მხარეს დგას ხალხის ძალა და ხვალ, როგორც არასდროს, ერთ მუშტად უნდა გამოვცხადდეთ ყველანი საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლებას. "ნაციონალური მოძრაობის" 3400 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს",- განაცხადა ნიკა მელიამ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ნუ შეეშინდებათ და შემოხაზონ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უფრო ახლოს არის მათ გულებთან. "არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას. დავიმახსოვროთ, რომ საკუთარი ბედის მჭედლები ვართ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი ამ ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ შევცვალოთ",- აღნიშნა მელიამ ის ხვალ საარჩევნო უბნებზე ელოდება დიდ აქტივობას განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში