მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

კალაძე: მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა გაჭირვება გამომევლო, რადგან დღეს უფრო მეტი შემართება მაქვს, დავეხმარო, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

22:21 10-20-2017
1205

ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ შემაჯამებელ შეხვედრაზე ბავშვობა და 90-იანი წლების მძიმე სოციალური ფონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მადლიერია ღმერთის, რათა შესაძლებლობა მიეცა გაჭირვება გამოეარა, რადგან იმ მდგომარეობამ მას ბევრი რამ ასწავალა. 

ჩვენ გვაერთიანებს საერთო აწმყო, მისი გააზრება, გაანალიზება - სად ვართ დღეს და აქამდე როგორ მოვედით. აწმყოს გააზრებისას მინდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა თბილისში ჩამოვედი. სახლი არ მქონდა. მამიდასთან გლდანში ვცხოვრობდი. მაშინ თბილისისდინამოსმესამე გუნდში მივედი, რადგან გამომიშვეს ახალგაზრდა, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა ფეხბურთი ეთამაშა. გლდანიდან ყოველდღე მეტროთი მიწევდა სიარული - ჩავდიოდიახმეტელის მეტროში“, ამოვდიოდიდიდუბის მეტროშიდა დიღმის საწრთვნელ ბაზაზე ფეხით მივდიოდი. ვარჯიშების მერე მამაჩემი მოდიოდა. მოჰქონდა ერთი პური, რომელსაც მეგობარი ადამიანი თავისი საცხობიდან გვჩუქნიდა. მაშინ ძალიან მძიმე წლები იყო. მე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომეცა შესაძლებლობა ეს გაჭირვება გამომევლო, რადგან დღეს უფრო მეტი შემართება და სურვილი მაქვს, ვისაც ყველზე მეტად უჭირს, სადაც დღეს პურს ტეხავენ, იმ ადამიანებს დავეხმარო და გვერდში დავუდგეთ”, - განაცხადა კახა კალაძემ