NDI პრესკონფერენციას 22 ოქტომბერს გამართავს

19:23 10-20-2017
16

კვირას, 22 ოქტომბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც არჩევნების დღის მიმდინარეობასა და არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სადამკვირვებლო საქმიანობას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.