მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 80% უკვე გაყიდულია

16:17 10-20-2017
57

Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 80% უკვე გაყიდულია. ამის შესახებ კონცერტების ორგანიზატორებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ბიორკის კონცერტზე დასასწრებად გულშემატკივრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვლენ. 

ისლანდიელი მუსიკოსი თბილისში ორ კონცერტს გამართავს. ბილეთის ფასი 50-დან 750 ლარია. 

კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი არტისტს 3 ნოემბერს, 21:00-ზე უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე