მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი, საზოგადოებაში ერთად გამოჩნდნენ

16:15 10-20-2017
221

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე, კარლა ბრუნი, ქმრის გარეშე უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში, ვიდრე ქმრის კომპანიაში.  ყოფილი სუპერმოდელი, სამოდელო ჩვენებების და შოუების ხშირი სტუმარია.

 გარკვეული დროის შემდეგ, წყვილი, პუბლიკაში, პირველად გამოჩნდა. ბრუნი და საკოზი, პარიზში, „La Galerie Du Pierre Passebon“- ის გალერეაში, საიმონ ბოკანეგრას და ფილიპ მორილონას გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლა საკოზიმ და კარლა ბრუნიმ,  ერთმანეთი, 2007 წელს, რეკლამების გენიის, ჟაკ სეგელის სახლში  გაიცნეს. სამი წლის შემდეგ კი,  ელისევსკის სასახლეში იქორწინენეს. ქორწილის ცერემონიას, მხოლოდ 20 ადამიანი სტუმრობდა. 2011 წლის 19 ოქტომბერს, მათ ქალიშილი, ჯულია შეეძინათ.

კარლას, პირველი ქორწინებიდან, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის და რადიოწმყვანის, რაფაელ ენტოვენასგან, ჰყავს ვაჟი, ორელენი, ხოლო, სარკოზის, კორსიკელი ქალბატონის, მარი-დომინიკ ულოლისგან, ჰყავს  ორი ვაჟი, პეტრე და ჟანი,  სესილი მარტენისგან, კი, ერთი ვაჟი, ლუი.   

ავტორი: რუსა ღვანიძე