მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ნინო ბურჯანაძე: ეს იყო კატასტროფა, გაოგნებული ვუყურებდი პრეზიდენტის ამ განცხადებას

13:43 10-20-2017
466

 ეს იყო კატასტროფა, გაოგნებული ვუყურებდი პრეზიდენტის ამ განცხადებას -ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ კონსტიტუციაზე ხელის მოწერის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის სრულიად გაუგებარია.

მისი აზრით, სწორედ "ქართულ ოცნებას" უნდა აეღო თავის თავზე პასუხისმგებლობა.

 "აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. სწორედ რომ არასახელმწიფოებრივია ეს გადაწყვეტილება. დიახ, ქართულ ოცნებას უნდა აეღო თავისთავზე პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტად უნდა აირჩიო ის, ვისაც პრეზიდენტობა შეუძლია და არა მხოლოდ ის, ვისაც პრეზიდენტობა უნდა ან მის მეგობარსაც პრეზიდენტობა უნდა”-განაცხადა ბურჯანაძემ.

ავტორი: ლიზი არსოშვილი