მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

წინასაარჩევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შემაშფოთებელია - ანა ნაცვლიშვილი

10:55 10-20-2017
46

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი შემაშფოთებელია და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული.

ამის შესახებ განცხადება საიას თავმჯდომარემ ორგანიზაციის შუალედური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

საია მოტივის დადგენას და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

“წინასაარჩევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და როდესაც დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად და შსს პირველი პირის დონეზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ზოგადად ყველა გამოვლენილ ინციდენტთან მიმართებაში იყოს მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი არჩევნებთან დაკავშირებული გამოვლენილი დარღვევები გამოძიება. შსს მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია დანაშაულის მოტივის დროულად და სრულყოფილად გამოძიება, ველოდებით სახელმწიფოს მხრიდან დროულად გამოძიებას", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე