მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა

10:11 10-20-2017
100

14 ადამიანი მოიწამლა სოფელ ილემის ბაგა ბაღში. 11 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ზრდასრული ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

"გამოხატული იყო მკვეთრი ინტოქსიკაცია, მრავალჯერადი ღებინება, ზოგადი სისუსტე. ჩაუტარდათ ყველანაირი დახმარება, ამჟამად ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა ექიმმა ნინო შერგელაშვილმა.

ავტორი: ლიზი არსოშვილი