მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

გიორგი მღებრიშვილი: წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ... ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში

02:11 10-20-2017
205

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მედიას მოუწოდებს წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან მომხდართან დაკავშირებით თავი შეიკავოს. ეს განცხადება შს მინისტრმა ჟურნალისტებთან მარნეულში ჩასვლისა და დაჭრილების მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლებელია გამოძიებია კვალიფიკაციაც შეიცვალოს. 

,,მომხდარ ფაქტთან საკავშირებით დაწყებულია გამოძიება მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედები. გთხოვთ, წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ და უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.

დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.

,,ქართული ოცნების" შტაბზე შეიარაღებული თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. დაჭრილების ახლობლების ცნობით, თავდასხმას პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან საარჩევნო შტაბზე მოხდა. 

თვითმხილველების ცნობით, სროლა სავარაუდოდ ორმა ადამიანმა განახორციელა, რომლებიც მიიმალნენ. 

ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, მომხდარი ზუსტად არ ახსოვს. ამბობს რომ სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ და გაიგონეს სროლის ხმა. ამას მოჰყვა ავტომატის ჯერი და დაინახეს, როგორ გაიქცა ორი ადამიანი. მისი თქმით, მათ თავდამსხმელების გარჩევა ვერ მოახერხეს.

ამ წუთებში ნიუჰოსპიტალში 4 დაჭრილია გადმოყვანილი, მათ შორის ორს ოპერაცია უკეთდება. ადგილზე მობილიზებულია რეანომობილი, რომლითაც ერთ-ერთი დაჭრილი უნდა გადაიყვანონ თბილისში, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯეიჰუნ ჩეიდაროვის მდგომარეობა, რომელიც ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია, უცნობია.

გამოძიება დაწყებულია, 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მხიმე დაზიანებას გულისხმობს. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ,,ქართული ოცნების" დეპუტატები".

ავტორი: სალომე ჩადუნელი