მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

არჩილ თალაკვაძე: ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდება, ხოლო ერთი დაშავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი

01:55 10-20-2017
1201

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები მარნეულში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ იმყოფებიან, სადაც პარტიის საარჩევნო შტაბთან თავდასხმის დროს დაშავებულ პირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მომხდარ ფაქტს გამოძიება დაადგენს. 

რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თალაკვაძის ინფორმაციით, ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდება, ხოლო ერთი დაშავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

„ქვემო ქართლში, სოფელ ყიზილაჯლოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან „ქართული ოცნების“ წევრებს ცეცხლი გაუხსნა. მათ შორის, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს და საკრებულოს მოქმედ დეპუტატს. დაჭრილია სამი ადამიანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.