მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

რას ყვებიან თვითმხილველები? - შეიარაღებული თავდასხმა ქართული ოცნების ოფისზე

01:50 10-20-2017
3861

,,ქართული ოცნების" შტაბზე შეიარაღებული თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. დაჭრილების ახლობლების ცნობით, თავდასხმას პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან საარჩევნო შტაბზე მოხდა. 

თვითმხილველების ცნობით, სროლა სავარაუდოდ ორმა ადამიანმა განახორციელა, რომლებიც მიიმალნენ. 

ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, მომხდარი ზუსტად არ ახსოვს. ამბობს რომ სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ და გაიგონეს სროლის ხმა. ამას მოჰყვა ავტომატის ჯერი და დაინახეს, როგორ გაიქცა ორი ადამიანი. მისი თქმით, მათ თავდამსხმელების გარჩევა ვერ მოახერხეს.

ამ წუთებში ნიუჰოსპიტალში 4 დაჭრილია გადმოყვანილი, მათ შორის ორს ოპერაცია უკეთდება. ადგილზე მობილიზებულია რეანომობილი, რომლითაც ერთ-ერთი დაჭრილი უნდა გადაიყვანონ თბილისში, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯეიჰუნ ჩეიდაროვის მდგომარეობა, რომელიც ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია, უცნობია.

გამოძიება დაწყებულია, 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მხიმე დაზიანებას გულისხმობს. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

ავტორი: სალომე ჩადუნელი