მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ახვლედიანი მარგველაშვილზე: აიღო ცოცხი და აქანდაზი, მოხვეტა თავისი ნაშრომი და ჩაყარა ნაგვის ყუთში

19:11 10-19-2017
161

,,დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანის შეფასებით, პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერით, გაიზიარა პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასთან ერთად.

ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს’ გიორგი ახვლედიანს განუცხადა.

მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და ,,საკუთარი ხელით თავი რატომ დაიზარალა“.

,,სიმართლე გითხრათ , ყველანაირად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. მთელი ეს პერიოდი კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რაც აკეთა, რაც იშრომა, იბრძოლა, იომა, ვეტოები ადო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმუშავა... ასე ადგა, აიღო ცოცხი და აქანდაზი, მოხვეტა თავისი ნაშრომი და ჩაყარა ნაგვის ყუთში. ასე საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყნის დაზარალება იშვიათად ყოფილა. საბოლოო ჯამში პრეზიდენტმა აიღო პასუხისმგებლობა კონსტიტუციაზე, რომელსაც ებრძოდა,აკრიტიკებდა და გაუპატიურებულ კონსტიტუციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობა გაიზიარა. რატომ ჩაეკვეხა პრეზიდენტი ოცნების პასუხისმგებლობაში სრულიად გაუგებარია“, - განუცხადა ,,პრაიმტაიმს“ გიორგი ახვლედიანმა.  

პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

მან გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევები დაასახელა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის რთულია ხელი მოაწეროს ,,ერთპარტიულ კონსტიტუციას“, თუმცა დგამს ამ ნაბიჯს, რადგან თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი