ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713867399

ისტერიული აგონიაა - რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისტერიული აგონიაა - რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ფეიკ კამპანიას.მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნეტგაზეთმა“ ბოდიში მოიხადა.მისი თქმით, არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ათიდან რვა ფეიკია, დანარჩენი ორიც მანიპულაციურია.„არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ბევრი ტყუილია მათში, ათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რვა უბრალოდ ფეიკია, ის ორიც მანიპულაციურია. სხვათა შორის, ფეიკებს ავრცელებენ მათ შორის ჩემი განცხადების სახით, მათ შორის, ვინ მიიღებს მონაწილეობას 29 ივნისის შეკრებაში, სრული ფეიკები ვრცელდება. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ და აზიარებენ, არცერთი მართალი არ არის. წარმოიდგინეთ, როგორ ისტერიაში არიან, გუშინ ვნახე, ჩემ განცხადებებს „ნაცმოძრაობას“ მიკედლებული ძალიან ცნობილი ადამიანები აზიარებდნენ ჩემს განცხადებას, რომელიც არსად მითქვამს. რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, ავრცელებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, სადაც მონაწილეების სიაა გამოტანილი, ვითომ აშავებენ ამ ადამიანებს და ამ დროს არის ფეიკი, რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ, ისტერიული აგონიაა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713866984

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება - მამუკა მდინარაძე

საქართველოს გზა ევროპისკენ. ასეთივე ნარატივი იყო სააკაშვილის გათავისუფლებას რომ გვთხოვდნენ, ევროინტეგრაცია შეფერხდებაო. ასეთივე ნარატივი იყო, რომ 12 რეკომენდაციას არ ასრულებთო და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვასრულებდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, ასეთივე ნარატივია დღესაც, ასეთი კამათის და ბრძოლის ფონზე გვიწევს სვლა ევროპის გზაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე ვაჭრობა ვერ იქნება ევროპის რეალური ინტერესი. მანვე აღნიშნა, რომ შეიძლება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაგვიანდეს, მაგრამ ეს იქნება ღირსებით მიღწეული.„თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის გამოუვა, მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში ხომ დაგვიჯერა შარშან ხალხმა, ხომ წამოგვყვა, ხომ არ გამოვიდნენ, ხომ არ აჰყვნენ ცრუ ენჯეოების და ცრუ პარტიების ნარატივს და ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, აი ასე გავაგრძელებთ სვლას. ერთი წლით შეიძლება დაგვიგვიანდეს რაღაცები დავუშვათ, მაგრამ რომელი გერჩივნათ თქვენ, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დავმდგარიყავით და ხელი რომ ეკრა ვიღაცას გადავბრუნებულიყავით და გადავჩეხილიყავით სადმე თუ ახლა ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ?“- განაცხადა მდინარაძემ.

ჯარიმა

სოციალური თემა 1713866656

ამ დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 500 და 5000 ლარით დაჯარიმდება - დეტალები

გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.კანონპროექტის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირებას M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზისპირა ზონებში შემდეგ მონაცემებზე შემოწმდება: სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა.გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შს სამინისტროსთან კოორდინაციის გზით განხორციელდება.ამასთან, ცვლილებებით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა პირველ, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევად დაიყოფა – აღნიშნული დარღვევის სახეები კი, მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ორი სიცოცხლე გადაარჩინეს

faceამბები 1713865500

„პაციენტის საცხოვრებელ კორპუსთან იყო პანიკა“ - სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ორი სიცოცხლე გადაარჩინეს

ფეისბუქ-გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:თბილისის ერთ-ერთ უბანში გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტის საცხოვრებელ კორპუსთან იყო პანიკა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის ექიმებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა გულისცემა და სუნთქვა.ჰოსპიტალიზაციისას ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება. ბრიგადის მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გულისცემა კვლავ აღდგა და პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.დღის გმირები: ექიმი ღვინჯილია მაგდა, უმცროსი ექიმი ინდიკო ცაავა, მძღოლი გურამ ფოლადაშვილიქუჩის გამოძახება და უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის ქალბატონი. მონიტორზე - გულის გაჩერება.ექიმების მიერ მყისიერად მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი გულისცემა აღდგა და ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.როგორც ექიმი მაია ჩხეიძე იხსენებს, ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ბრიგადის გუნდურობა და ასევე ამ ამბის შემსწრე მოქალაქეების სრული მობილიზება, თითოეული მათგანი ექიმებს შეძლებისდაგვარად დახმარებას სთავაზობდა.დღის გმირები: ექიმი მაია ჩხეიძე, უმცროსი ექიმი ნინო კობახიძე, მძღოლი როსტომ გოცირიძე

სელინ დიონი

ტაბლოიდი 1713865433

დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს - სელინ დიონი

ახლახან სელინ დიონი ფრანგული Vogue-ს გარეკანზე მოხვდა და გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. 2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რის გამოც მომღერალმა ტურნეც გააუქმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც არ გამოჩენილა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს, იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას.პაუზის შემდეგ მომღერალი წლევანდელ გრემის დაჯილდოებას დაესწრო, შემდეგ კი აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორია გაშეშებული ადამიანის სინდრომით ცხოვრება. სელინ დიონმა ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „დაავადება არ დამიმარცხებია, ის ჩემშია და ყოველთვის იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ სასწაული მოხდება და სამეცნიერო კვლევები მისი განკურნების გზას აღმოაჩენს, ჯერჯერობით კი მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო. თავიდან საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რატომ მე? ეს როგორ მოხდა? რა დავაშავე? ჩემი ბრალია? მაგრამ ცხოვრება პასუხებს არ გვაძლევს, უბრალოდ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას უნდა შეეჩვიო. მე ვარჩიე, რომ მთელი სხეულითა და სულით სამედიცინო გუნდთან ერთად ვიმუშაო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო", — განაცხადა მომღერალმა.სელინ დიონის თქმით, ამ პერიოდს ყველაზე მეტად ოჯახი, შვილები და გულშემატკივრების სიყვარული უმსუბუქებს. მომღერლის აზრით, ძალიან გაუმართლა და მისთვის საჩუქარია, რომ კარგი ექიმებისა და მკურნალობის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც დაავადებასთან ბრძოლაში მეტ მოტივაციას აძლევს. „ცხოვრება დღითიდღე უფრო რთულდება. რთულია, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო რთული იქნება. არის ერთი რამ, რაც გაჩერების საშუალებას არ მაძლევს და ეს მტკიცე სურვილია. ჩემი სიმღერის მოსასმენად ყოველთვის უამრავი ადამიანი მოდიოდა და ეს იყო იმის დასტური, რომ ნამდვილი მომღერალი ვარ. ცხადია, ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება",— დასძინა სელინ დიონმა.მომღერალმა თავის ამჟამინდელ მიზნებზეც ისაუბრა. სელინ დიონის თქმით, სურს, რომ აწმყოთი იცხოვროს, რისთვისაც თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად დაავადებისა, მომღერლის თქმით, თავს ძალიან იღბლიანად გრძნობს."დღეს ჩემთვის დიდი პატივია ფრანგული Vogue-ის ფოტოსესიაში მონაწილეობა, იმის მიუხედავად, რომ 30 წლის ასაკში უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ვიყავი, თუმცა მაშინ ჩემთვის ამის გაკეთება არ უთხოვიათ. მეამაყება, რომ 55 წლის ასაკში მთხოვეს, სილამაზე გამომეხატა. მაგრამ რა არის სილამაზე? სილამაზე შენ ხარ და მეც ვარ. სილამაზე შინაგანია — ეს ოცნებებია, ეს დღევანდელი დღეა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემოა. დღეს მე ძლიერი ქალი ვარ, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს", — განაცხადა მომღერალმა. 55 წლის სელინ დიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. მუსიკოსის კარიერა მან 1980-იან წლებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი მან 1988 წელს მოიპოვა, როცა შვეიცარია წარადგინა ევროვიზიაზე და გაიმარჯვა.დიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალიცაა — მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ჩანაწერების გაყიდვის მაჩვენებლით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.