გია ჯაჯანიძეს ქალმა თითზე უკბინა - „შრატი გავიკეთე“ - excusive

12:16 10-19-2017
962

გუშინ, „ისი პარის“ ახალი სუნამოს პრეზენტაციაზე „სხვა რაკურსის“ წამყვანი, გია ჯაჯანიძე შეხვეული თითით მოვიდა. როცა მიზეზით დავინტერესდი, უცნაური ამბავი მიამბო.

გია ჯაჯანიძე:

- ამერიკაში გახლდით, მორიგ გადაცემას ვწერდით. ბროდვეიზე მოვდიოდით. ჩვენს წინ ახალგაზრდა გოგონა, უცბად ჩაიმუხლა და დაეცა. მივხვდით, რომ შეუძლოდ იყო და მივედით. ვეცი, ყურები დავუსრისე, გალურჯებული ჰქონდა ტუჩები, სახეში ვურტყამდი, ბოლოს პირის გავუღე და ენის ამოწევას ვცდილობდი. ამ დროს მიკბინა თითზე. ასე რომ, ჩემ თითებს უცნობი გოგონას კბილები ატყვია (იღიმება).

- გონზე რომ მოვიდა მადლობა გადაგიხადა?

- ფეხზე რომ წამოვაყენეთ, პოლიციაც მოვიდა, მე გამოვერიდე.

- ე.ი. არ იცის ქართველმა სელებრითმა რომ გადაარჩინა?

- უი, ამაზე არ მიფიქრია, არ იცის. მე ხომ არ ვფიქრობ როცა სიკეთეს ვაკეთებ.

- საშიში არ არის ეგ ნაკბენი?

- ჰო მითხრეს მეც და შრატი გავიკეთე.

- გია, მართალია, რომ ამერიკაში ქუჩაში გიცნეს?

- ამაზე ლაპარაკი მერიოდება... ოთხ იქაურ ქართველთან მოვდიოდი მანჰეტენზე. ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, რაღაც კონცერტი ტარდებოდა. მოვიდა ერთი გოგო და მითხრა, შენ სელებრითი ხარ და ვიზიტკა მომეციო. თავიდან მეგონა ამ ქართველებმა მომიწყეს, მერე სხვებიც მოვიდნენ და დავიჯერე.

- დაიჯერე რომ ამერიკელებმა გიცნეს?

- არა, მეგობარმა მითხრა, რომ ისეთი გამომეტყველება გქონდა, ივარაუდეს ალბათ რომ ცნობილი ადამიანი იყავიო (იცინის). იცი, როგორ მაინტერესებს, როგორი გამომეტყველება მქონდა?

- გადაცემა რომელიც ამერიკაში ჩაწერეთ როდის გავა ეთერში?

- შემდეგ ხუთშაბათს და თქვენ ნახავთ როგორ ცხოვრობენ ამერიკაში ქართველები, როგორ ზეიმობენ მანჰეტენში თბილისობას.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი