მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე - გიორგი კვირიკაშვილი

10:45 10-19-2017
25

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.  როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

"მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი.  ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია ის, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე