მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

წინა ხელისუფლების დროინდელი მერის მოადგილეების პრემია ახლანდელებისას 12-ჯერ აღემატება - თბილისის მერია

18:08 10-18-2017
104

თბილისის მერია მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მერის მოადგილეების მიერ აღებული პრემიის ოდენობასთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაული პრემიაა - დაახლოებით 1400 ლარის ოდენობით.

იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი და არ შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოსდა, თბილისის მერიაში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, შედარებისთვის გვსურს აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, 2013 წელს თბილისის მერის მოადგილეების პრემიამ 127,187 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი 8 თვის განმავლობაში მოადგილეების მიერ პრემიის სახით მიღებულია 57, 850 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში მხოლოდ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად, 22,3 მლნ ლარით შემცირდა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე