მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ქ. თბილისის მერიამ „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს", 2 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა

18:08 10-18-2017
55

2017 წლის სექტემბერში ქ. თბილისის მერიამ „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს",  აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობისთვის, ქ. თბილისში, 31-ე ქარხნის ასაფრენი ბილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარგებლობის უფლებით, 2 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა. 
აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 2015 წელს გაუჩნდათ აუტიზმის მქონე ბაშვების მშობლებს- სოფიო კერესელიძეს, თათია მელაშვილს და მერაბ გოგბერაშვილს, რომელთაც აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი დაარსეს. 2015 წლიდან დღემდე, იდეა დაიხვეწა აუტიზმის მქონე ადამიანების საცხოვრისის მშენებლობიდან - აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობამდე.
ცენტრი მოიცავს სასწავლო კომპლექსს, სადაც 15 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი უნარები. კომპლექსი მოიცავს 24 საათიანი მონიტორინგის განსახორციელებელ კოტეჯებს, რომლებშიც კრიზისულ პერიოდში სპეციალისტები დაეხმარებიან ბენეფიციარებს და მათ ოჯახებს რთული ქცევის ან პერიოდის მართვაში. ცენტრის ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული კომპლექსი, სადაც ბენეფიციარები შეძლებენ მათი ინტერესების შესაბამისად დაკავდნენ სპორტით. ასევე, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მოემსახურება ზრდასრულ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრის ტერიტორიაზე განთავსდება სოციალური საწარმოები, რომლებშიც ბენეფიციარები დაეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს. მომავალში მათ ექნებათ პერსპექტივა სოციალურ საწარმოში შეძენილი ცოდნით დასაქმდნენ ცენტრის ფარგლებს გარეთ, ან გააგრძელონ მუშაობა ცენტრის სოციალურ საწარმოებში. ჰქონდეთ მიზანი, საკუთარი საქმე და იცხოვრონ სრულფასოვანი, საინტერესო ცხოვრებით. ჰქონდეთ მომავალი.

წყარო: ფერადი ქალაქი -აუტიზმის ეროვნული ცენტრი

 

ავტორი: რუსა ღვანიძე