მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

საბავშვო ბაღებში არ ხდება და არც სხვა სტრუქტურებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება -

13:28 10-18-2017
12

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

"საუბარი მქონდა იმ ბრალდებების შესახებაც, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვიყენებენ. მათ შორის ჩვენ განვმარტეთ ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებულო საკითხები, კერძოდ, ის რა ფარგლებში მონაწილეობენ ჩვენი აქტივისტები საარჩევნო კამპანიაში და ის თუ როგორ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. მე პირადად წამოვწიე საბავშვო ბაღების საკითხი და განვმარტე, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში როგორც აქტივისტები და ასეთი ერთეული შემთხვევებია. საბავშვო ბაღებში არ ხდება და არც სხვა სტრუქტურებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საჯარო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, თუმცა ეს ხდება არასამუშაო საათებში და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.