მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ოპოზიცია საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების არასათანადო დეკლარირებას ახდენს - კობახიძე

13:24 10-18-2017
13

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების არასათანადო დეკლარირებას ახდენს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს. 

”NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საარჩევნო პროცესს, მათ შორის განვმარტეთ კამპანიის მეთოდები და ფორმები, რომელსაც იყენებს "ქართული ოცნება". ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც 64 მუნიციპალური საარჩევნო პროგრამით წარსდგა ამომრჩევლის წინაშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა ამ არჩევნებზე. ასევე ვისაუბრეთ იმ საარჩევნო გარემოზე, რომელიც დღეს საქართველოშია ჩამოყალიბებული, მათ შორის ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შემოწირულობებზე და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია არ ახდენს სათანადოდ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას. გვქონდა საუბარი მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაზე, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია", - განაცხადა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ დღევანდელი პოზიტიური შეხვედრის ფონზე, მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ NDI-ის საბოლოო დასკვნა დადებითი იქნება.