მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ექსპერტი ფიქრობს, რომ სააკაშვილი უკრაინაში ზუსტად იმ სცენარს იმეორებს, რაც "ვარდების რევოლუციის" დროს ჰქონდა

13:00 10-18-2017
978

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ის რაც ხდება ახლა უკრაინაში, მოსალოდნელი იყო. როგორც არეშიძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ზუსტად იმავე სცენარს იმეორებს, რაც 2003 წელს საქართველოში "ვარდების რევოლუციის" დროს გააკეთა. 

"ამას ვპროგნოზირებდით, რომ ის აუცილებლად მოაწყობდა ამ ტიპის აქციებს. შინაარსიც დაახლოებით იგივეა, რაც საქართველოში მიმდინარე 2003 წლის აქციები. რაც იცის კარგად, სხვათაშორის ლოზუნგებიც იგივეა, რა თქმა უნდა, უკრაინული თავისებურებების გათვალისწინებით. რასაკვირველია, იქ მარტო სააკაშვილი არ არის, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფია, რომელიც მხარს უჭერს და არის საზოაგდოებრივი ორგანიზაციებიც, თუმცა ძირითადი წარმმართველი, როგორც ცანს, სააკაშვილია. როდესაც სექტემბრიც 19-ში მან ასეთი აქციის ორგანიზება ვერ მოახერხა, რეიტინგი ისევ დავარდა, ჩაითვალა, რომ ვერ შეძლო ხალხის მობილიზება, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, გარკვეული ფინანსური რესურსის გაჩენასთან ერთად, რომელიც რასაკვირველია მას აქვს, შეძლო ამის გაკეთება. გუშინ მაგალითად სახლში მიადგნენ პოროშენკოს აქციით, რომელიც გარეუბანში, კიევის ელიტარულ დასახლებაში მდებარეობს. მაშინ შევარდნაძესთან მივიდნენ კრწანისში, ახლა პოროშენკოსთან. ხელწერა იდენტურია. თუმცა აქ არის თვალთმაქცობის სერიოზული ელემენტი, ერთი ოლიგარქის ფულით, ებრძვის სხვა ოლიგარქებს. სამწუხაროდ, პოროშენკომ დაიმსახურა, რაც მის გარშემო ხდება დღეს თავისი არასწორი და უტვინო ქმედებით", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის თქმით, უკრაინაში მიმდიანრეო მოვლენები მასზე გავლენას ვერ მოახდენს.

"სააკაშვილს რომ შესძლებოდა საქართველოში გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა კიევში, მაშინ ლვოვის მხრიდან კი არ შევიდოდა კიევში, სარფის მხრიდან შემოვიდოდა საქართველოში. თანაც, უკრაინაში ისეთი ტიპის დანაშაულებები არ აქვს ჩადენილი, როგორც საქართველოში, ამიტომ ის ხალხი, რომელიც პოროშენკოზეა გაბარზებული, მას და მის პოლიტიკურ გუნდს გვერდში უდგას. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, გაიტანენ თუ არა თავისას მომიტინგეები, სააკაშვილი ვერ გახდება უკრაინის პოლიტიკური ლიდერი, რადგან ის გუნდი, ვინც მის გვერდითაა, პოლიტიკური ადგილების გადანაწილების დროს მას დაუპირისპირდება. პირველ რიგში ტიმოშენკო", - აცხადებს არეშიძე.

ავტორი: ლილუ მიროტაძე