მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მამუკა ღლონტი: ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ სისტემაა ძველი და ეს სისტემა ნებისმიერს შეჭამს

22:21 10-17-2017
471

,,ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ სისტემაა ძველი და ეს სისტემა ნებისმიერს შეჭამს", - ეს განცხადება ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა თოქ-შოუ ,,რეაქციაში" განაცხადა. 

მამუკა ღლონტის თქმით, ქალაქსა და სოფელსაც უნდა მართავდეს სისტემა და არა ადამიანი. 

,,ეს არჩევნებიც სხვების მსგავსად ილუზიაა. გაიხსენეთ მერი, რომელმაც იმის ნახევარი დაპირებები მაინც შეასრულა, რაც დაგვპირდა.
ქალაქსა და სოფელსაც უნდა მართავდეს სისტემა და არა ადამიანი. ცოტა სასაცილოა ის, რომ ადამიანები გვპირდებიან რაღაცას, ჩვენ მას ვუხდით ხელფასს და ისევ ჩვენი გადახდილი ფულიდან არაფერს აკეთებენ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ სისტემაა ძველი და ეს სისტემა ნებისმიერს შეჭამს. შეიცვლება მხოლოდ გვარები პირობები, შეიცვლება მხოლოდ მათი ცხოვრება, ვინც მერად მოვა.  ჩვენთვის რა შეიცვლება მოქალაქეებისთვის? - არაფერი, თუ სისტემა არ შეიცვლება.
მე არ მინდა ქვეყანა მართონ პიროვნებებმა, მე მინდა თბილისი მართოს კანონმა და აკეთებდეს ყველა იმას, რაც კანონში წერია“, - განაცხადა მამუკა ღლონტმა. 



ავტორი: სალომე ჩადუნელი